LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

372
17 მაისი

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ მთავრობის 15 მაისით დათარიღებულ დადგენილებაშია ნათქვამი, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დადგენილება შეეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებს, თუმცა ასევე დასახელებულია ის საქმიანობები და მოხელეები, რომელთაც შესაძლოა, არ შეეხოთ 17 მაისს დასვენების დღე.

დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი განისაზღვროს უქმე დღედ.

ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას  აქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე“, – ნათქვამია მთავრობის დადგენილებაში.

მთავარ სლაიდზე ფოტო: რადიო „თავისუფლება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g