LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უეფამ ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელების ათეული დაასახელა: გამარჯვებულს ერთ თვეში იტყვიან

11

რონალდო, ბეილი, მესი და გრიზმანი ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელების პრეტენდენტთა ათეულში მოხვდნენ.
ქვემოთ კიდევ ექვს სხვა მაგარ ფეხბურთელს ჩამოვთვლით.

უეფამ 2015/16 წლების სეზონის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზე პრეტენდენტები ჩამოთვალა. სიამ ასეთი სახე მიიღო:

გარეთ ბეილი (რეალი და უელსი)
ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი და იტალია)
ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო და საფრანგეთი)
ტონი კროოსი (რეალი და გერმანია)
ლიონელ მესი (ბარსელონა და არგენტინა)
ტომას მიულერი (ბაიერნი და გერმანია)
მანუელ ნოიერი (ბაიერნი და გერმანია)
პეპე (რეალი და პორტუგალია)
კრიშტიანო რონალდო (რეალი და პორტუგალია)
ლუის სუარესი (ბარსელონა და ურუგვაი)

5 აგვისტოს სამ ძირითად პრეტენდენტს აირჩევენ, ხოლო გამარჯვებულს 25 აგვისტოს იტყვიან, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დღეს.

გასულ წელს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელეს. არგენტინელმა 2011 წელს პირველი მსგავსი დაჯილდოება მოიგო. შემდეგ კი პრიზის მფლობელები გახდნენ: ანდრეს ინიესტა, ფრანკ რიბერი და რონალდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები