LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოვში, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ე.წ. „რკინის წყლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ეკლესია და მემორიალი აშენდება

277
შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულები

კურორტ შოვში, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ეკლესიის სამშენებლოდ და მემორიალის აღსამართად, ე.წ. „რკინის წყლის“ მიმდებარე ტერიტორია შეირჩა, სადაც უსაფრთხოების გარანტიების დაცვით, შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს.

ინფორმაციას ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ცნობის თანახმად, შოვში იმყოფებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული–პაპუნა მარგველიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე–გიორგი ნოდარიშვილი, სოფელ გლოლის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული–ვახო ბიჭაშვილი და გარდაცვლილთა ოჯახის წევრები.

ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მათ ნიკორწმინდელ ეპისკოპოს ვახტანგთან (ლიპარტელიანი) და საქართველოს საპატრიარქოს ხურუთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის განყოფილების არქიტექტორთან, თეიმურაზ ბერიძესთან ერთად, მოინახულეს ის კონკრეტული „ლოკაცია“, სადაც უსაფრთხოების გარანტიების დაცვით შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება.

ცნობისთვის, 2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, შოვის ტერიტორიაზე, მეწყერი ჩამოწვა, რასაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

🏔️⛪️კურორტ შოვში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ეკლესიის სამშენებლოდ და მემორიალის აღსამართად ე.წ. „რკინის წყლის“…

Posted by რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე on Tuesday 21 May 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g