LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ,,გაგა ბრუნდება” – ლედი გაგამ ახალი დისკი დააანონსა

178
8964e90b-7bb9-4969-85b3-4d1e63b787d7

ლედი გაგას ლუქები საკონცერტო ფილმის – Gaga Chromatica Ball პრემიერისას, მის მუსიკალურ სამყაროში დაბრუნებაზე, პირდაპირი მინიშნება იყო. ამას აქამდე ისიც მოწმობდა, რომ ,,ჯოკერის” სიქუელზე მუშაობის დასრულების შემდეგ, 38 წლის არტისტი ხმისჩამწერ სტუდიაში გადაღებული ფოტოებით გვანებივრებდა.

ის, რომ ეპატაჟური მუსიკოსი მომავალი მუსიკალური პროექტის გამოსაშვებად ემზადება, ეს საკონცერტო ფილმშიც გამოჩნდა. საკონცერტო ფილმში – Gaga Chromatica Ball ლედი გაგას 2020 წლის, მეექვსე სტუდიური ალბომის – Chromatica მხარდასაჭერად, 2023 წლის 10 სექტემბერს, ლოს-ანჯელესში გამართული შოუა ნაჩვენები.

ფილმის ბოლოს, კადრში LG7 და ,,გაგა ბრუნდება” ეწერება, რაც ლედი გაგას მეშვიდე სტუდიურ ალბომზე, მისი 4 წლიანი სოლო დუმილის დარღვევასა და ხმაურიან ,,ქამბექზე” მიუთითებს.

როდის გამოვა ამერიკელი მომღერლის ახალი დისკი, ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები