LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩარკვიანი უმრავლესობას: „არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი სამშობლოს გაყიდვას! მოაწერეთ და გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში 84 კაცი – საქართველოს ისტორიას მსგავსი მოღალატეობრივი პარლამენტი არ ახსოვს!“

146
თაკო ჩარკვიანი

„ბატონებო, არაფრით არ გეტყვით, რომ არ მოაწეროთ ხელი სამშობლოს გაყიდვას! მოაწერეთ და გვეცოდინება, ვინ ჯანდაბა ხართ ამ ქვეყანაში 84 კაცი – საქართველოს ისტორიას მსგავსი მოღალატეობრივი პარლამენტი არ ახსოვს!“ – ამ განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა მიმართა.

როგორც მან პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადა, „გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი „საქართველოს გამანადგურებელი კანონია“:

„ვის მორალზე საუბრობთ? უცხო ქვეყნის დაზვერვასთან გაქვთ კავშირები… თქვენმა მეგობარმა შემოაპარა სააკაშვილი, რომ ქვეყანა აერია“ – დაპირისპირება პარლამენტში

„ევროპელი მეგობრები – ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ამ კანონით ევროპის ოჯახის წევრი ვერ გავხდებით. რა დარჩა? – ტოვებთ ქვეყანას რუსეთის პირისპირ და ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცით!

დღეს საქართველოს არჩევანი არის ნათელი – საქართველო თუ ჯოჯოხეთი, ტერორისტი სახელმწიფო რუსეთი. აქ არაფერ შუაში გიგაური და პერსონები არ არის – სისულელეებს ნუ ლაპარაკობთ!

რატომ გაგიკვირდათ, რომ გარეთ 200 000 კაცი გამოვიდა? – მე ამ დღეებში უფრო მეტს ველოდები, რადგან ორჯერ ჩატარებული რეფერენდუმი 80%-ია. დღეს ქუჩაში ღია რეფერენდუმი ტარდება – საქართველო ქვეყნის გადასარჩენად გამოვიდა.

1978 წელს, როდესაც ენას გვართმევდნენ, კომუნისტური სივრცის ცეკას მდივანი შევარდნაძე გამოვიდა და დეპუტაცია ხალხს შეურია: – გარეთ ჩვენი შვილები გველოდებიანო. მაშინ საქართველო ერთი მთლიანი იყო და ეს 1978 წელს კომპარტიიდან წამოსულმა კაცმა გააკეთა.

„ვის მკვდარს ტიროდით ირანში, როდესაც გაკოტრებულები, სრულიად ბანკროტები ხართ პოლიტიკურ ასპარეზზე?! დღეს თქვენი განაჩენით საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი… იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი პოლიტიკური დაისი იქნება“ – ეკა ხერხეულიძე „ქართულ ოცნებას“

საქართველოში ყველა პრეზიდენტს მიზანი ჰქონდა – იქნებოდა ეს ეროვნული სივრციდან წამოსული თუ კომუნისტური პარტიიდან წამოსული პრეზიდენტი. უფრო ლოიალური თუ იყო შევარდნაძე, რუსეთმა აფხაზეთი მის დროს წაგვართვა, მაგრამ ის კაცი არ იყო დამნაშავე. იმ კაცმა რომ მოინდომა და საქართველოს ნავთობსადენი გაუკეთა, დილის 06:00 საათზე ააფეთქეს.

რუსეთისთვის მნიშვნელობა არასდროს არ ჰქონდა კომპარტიიდან იყავი, თუ ეროვნული მოძრაობიდან – მთავარი იყო საქართველოსთვის ეროვნული საქმე არ გაგეკეთებინა“. – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პაატა მანჯგალაძე: „ქართულმა ოცნებამ“ სამჯერ ჩამოიხსნა ნიღაბი და თქვა: „დიახ, მზად ვართ 30 ვერცხლად გავყიდოთ ქვეყანა“ – ახლაც არ ველოდები განსხვავებულ ქცევას“

magti 5g