LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW i8-ს ახალი თაობა ორჯერ სწრაფი იქნება

17

ახალი კუპე – BMW i8-ს მეორე თაობა გაცილებით გაძლიერებულ მონაცემებს მიიღებს. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას (თან დართული ავტომწარმოებლის წყაროს გამოყენებით) გამომცემლობა Automobile ავრცელებს. 750 ცხენის ძალის სიმძლავრის კუპე ორჯერ უფრო ძლიერი იქნება მის წინამორბედზე.

ბავარიულმა კომპანიამ, ახალი მოდელის სხვადასხვა დეტალების შერჩევისას, როგორც ჩანს, არჩევანი 231 სიმძლავრის 1.5 ლიტრიანი ტევადობის ტურბოძრავზე გააკეთა. ავტომობილს ასევე ექნება მოდერნიზებული აკუმულატორის კომპლექტაცია, უკეთესი წარმადობით. ახალ მოდელს სრული დატენვის შემთხვევაში 500 კმ-ის გავლა შეეძლება.