ქართველი მსახიობი ნანუკა სტამბოლიშვილი თურქულ სერიალ Emanet-ში მთავარ როლს ასრულებს. მსახიობმა, რომელმაც არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ქართველ მაყურებლის დიდი სიყვარული მოიპოვა, გადაცემაში „ნოესთან“ მის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქულ სერიალში პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავარი როლის ორივე შემსრულებელი უცხოელია.
„ხაზი მინდა გავუსვა, რომ მთავარ როლს ვასრულებთ ორი უცხოელი და ეს თურქულ სერიალებში პირველი შემთხვევაა. ძალიან გვიხარია, რომ პირველები ჩვენ ვართ. ნიკი თურქულის გასაუმჯობესელად დათანხმდა ამ პროექტს, მეც ამის მოლოდინი მქონდა, რომ უფრო და უფრო გავაუმჯობესებდი [თურქულს]. ნიკი უფრო კარგად საუბრობს…
ძალიან კარგი პარტნიორია, კარგი მეგობრობა ჩამოყალიბდა ჩვენს შორის…“
ნანუკა სტამბოლიშვილის ახალი ფოტოსესია – თურქული სერიალის ვარსკვლავი შესანიშნავ ფორმაშია
🎬 ნანუკა სტამბოლიშვილი #ნოესთან🎬 "მთავარ როლს ვასრულებთ ორი უცხოელი და ეს თურქულ სერიალებში პირველი შემთხვევაა . ნიკი ძალიან კარგი პარტნიორია, კარგი მეგობრობა ჩამოყალიბდა ჩვენს შორის…" – ნანუკა სტამბოლიშვილი #ნოესთან ◾ გადაცემა სრულად – https://bit.ly/EmanetNoe
Posted by Noe Sulaberidze • ნოე სულაბერიძე on კვირა, 02 ივნისი, 2024