LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

141
საუდის არაბეთი

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, პირველად, საუდის არაბეთში, ერ-რიადის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა.

სამდღიან გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 20-მდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა.

Riyadh Travel Fair-ზე საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გასცნობოდნენ.

საუდის არაბეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 32 ქვეყნიდან 200-ზე მეტი კომპანია და  ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი და მას 23 000-ზე  მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

mazda magti 5g