ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება ჯენიფერ ლოპესის ახალი ვიდეო, სადაც მომღერალი მექსიკაში, ახალი ფილმის „ატლასის“ პრემიერაზე იმყოფება. წითელ ხალიჩაზე, ხალხით გარშემორტყმულ ჯეი-ლოს, ფანებისგან ულამაზესი პირადი მცველი იცავს. ეს გახლავთ ლამაზმანი ორ აბრახამი. წარმოშობით გოგონა ისრაელიდანაა, ის წარსულში მოდელობით იყო გატაცებული და არაერთი ცნობილი ჟურნალის გარეკანსაც ამშვენებდა, ახლა ის ჯენიფერ ლოპესის პირადი მცველია. მისი ვიდეო, სადაც ის შავ პიჯაკშია გამოწყობილი და ხალხს ჯეი- ლოსთან მისვლის უფლებას არა აძლევს, ინტერნეტს ვირუსულად მოედო.
გარდა მოდელობისა, ორ აბრახამი, ფიგურული სრიალითაა გატაცებული.