რეპერმა ახალი ორფერიანი Tesla Cybertruck თავისი Maybach-ის სტილში დაამზადა. სუპერ გაპიარებული Tesla Cybertruck-ის სერიული გამოშვება, რომელიც 2023 წელს დაიწყო, მსოფლიო საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა.
თავად პიკაპიც ძალიან მოთხოვნადი პროდუქტი გახდა როგორც ჟურნალისტებსა და ბლოგერებს შორის, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების მოყვარულთათვისაც. ერთ-ერთმა ასეთმა ფანატმა გადაწყვიტა თავისი სათამაშო Mercedes-Maybach-ის სტილში შესრულებულ ლუქს-პროდუქტად გადაექცია. თუმცა, ბუნებრივია, მხოლოდ ვიზუალურად.
საინტერესოა, რომ ჰიუსტონელ რეპერს, სახელად Trae tha Truth-ს ფარეხში უკვე დაყენებული ჰყავს Mercedes-Maybach GLS და Mercedes-Maybach S-Class, რომლებიც ერთნაირ სტილში არიან გაფორმებული.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/06/2024-06-04_14-34-13_825652.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/06/2024-06-04_14-34-24_812054.jpg)
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/06/2024-06-04_14-34-37_029810.jpg)