აშშ-ში დააკავეს კაცი, რომელმაც უფროსი სასტიკად სცემა. Fox News-ის ინფორმაციით, დაკავებული ძალიან გააბრაზა იმ ფაქტმა, რომ უფროსმა სამსახურიდან ნაადრევად გაუშვა.
22 წლის მარკ ლეონი სასადილო Wingstop-ში მომხდარი სროლის შემდეგ დააკავეს.
ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა მძიმედ დაჭრილი კრისტოფერ გოვეა და სხვა თანამშრომელი ნახეს. პირველს მედიკოსები ვერ დაეხმარნენ, მეორე კი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კონფლიქტი მას შემდეგ მოხდა, რაც გოვეამ ლეონი ცვლიდან ადრე გაუშვა. ამ უკანასკნელს ეს ძალიან არ მოეწონა, პისტოლეტი ამოიღო და სროლა დაიწყო. მომხდარის შემდეგ ლეონმა გაქცევა სცადა, თუმცა ის მალევე დააკავეს.
დანაშაულის იარაღი დამნაშავეს თან ჰქონდა.