LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ზღაპრული ვარდისფერი კაბა და საოცარი გარემო – ქეთი ხიშტოვანის დაბადების დღის კულუარულ ამბებზე მისი მეგობრები ყვებიან

386
ეკა კახიანი დედაზე

პროფესორი, პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი ქეთი ხიშტოვანი, რომელმაც თურქეთში მდიდრული დაბადების დღე გადაიხადა გადაცემას „ჩვენი პოსტი“ სტუმრობდა.

ქეთი სტუდიაში საზოგადოებისთვის ცნობილი ვარდისფერი კაბით გამოჩნდა, რომელმაც დაბადების დღის კადრების სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა.

პროფესორმა ვარდისფერ კაბაზე, მეგობრებთან, თამარ კერძაია და თეო ჯუღელთან ურთიერთობაზე ისაუბრა და დაბადების დღის დეტალები გაიხსენა.

„ზოგადად, მეგობრები მეუბნებიან – „დაეცი მიწაზე, არ გინდა ბრჭყვიალი, მერე თვითონაც ერთობიან“. ყველანი განსხვავებული პროფესიის და ხასიათების ვართ, მაგრამ ერთამანეთს ვაბალანსებთ, ვავსებთ“, – ამბობს ქეთი.

რაც შეეხება გრანდიოზული დაბადების დღის დეტალებს, ქეთის მეგობრებმა კურიოზული მომენტი გაიხსენეს.

„ქეთი ძალიან პერფექციონისტია, შესაბამისად, დაბადების დღეზე ყველა დეტალი კარგად იყო ორგანიზებული, მათ შორის ტორტიც, რომელიც მთლიანად იყო მარწყვებით დაფარული. იყო ძალიან დიდი და ბრტყელი. ტორტის შემოტანის ცერემონიის დადგომამდე, მიმტანებს ფეხი დაუცდათ და ყველა მარწყვი გადავარდა ტორტიდან. ავდექით და მარწყვები ისევ შემოვალაგეთ ტორტს, თუმცა გადავწყვიტეთ რომ მთავარი ვიზუალია და ის არ გვეჭამა“, – იხსენებენ ქეთის მეგობრები.

ვიდეო: საოცარი ვარდისფერი კაბა და მდიდრული გარემო – როგორ აღნიშნა ქეთი ხიშტოვანმა თურქეთში დაბადების დღე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g