LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2024-ის მწვრთნელების ხელფასები: ვილი სანიოლი ბოლოზეა

152
365765

გამოცემამ Finance Football-მა გაარკვია, რამდენს იღებენ ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელები. პირველ ადგილზე აღმოჩნდა ინგლისის ნაკრების თავკაცი. საინტერესოა, რომ უკრაინის ნაკრების თავკაც იმდენივე აქვს, რამდენიც ესპანეთისას. საინტერესოა, რომ რობერტო მარტინესს წინა სამსახურში (ბელგიის ნაკრები) მხოლოდ 1.2 მლნ-ს უხდიდნენ, ახლა კი 4 მლნ-მდე გაეზარდა შემოსავალი.
ჩვენს სხვა თანაჯგუფელებს რაც შეეხება, სანიოლზე ცოტა მეტს იღებს ჩეხი კოლეგა, აი თურქეთის იტალიელ მონტელას კი სოლიდური ანაზღაურება აქვს.

ზოგადად ტოპ ნაკრებების მწვრთნელები 3 მილიონს მაინც იღებენ.

ჩვენთვის საინტერესოა საქართველოს ნაკრები. აღმოჩნდა, რომ ვილი სანიოლს ყველაზე დაბალი ჯამაგირი აქვს – 200 ათასი წლიურად. თბილისის მერმა და წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ერთხელ თქვა, რომ ფრანგი 20 ათასს ევროს იღებს თვეში. ასე 240 ათასი გამოდის წელიწადში, თუმცა დიდი სხვაობა მაინც არ არის. „მისთვის ფული არასოდეს ყოფილა პირველ ადგილზე“, – სანიოლის ამ თვისებას აფასებს კალაძე.

ევრო 2024-ის მწვრთნელების ხელფასები:

გარეტ საუტგეიტი (ინგლისი) – 5.8 მლნ
იულიან ნაგელსმანი (გერმანია) – 4.8 მლნ
რობერტო მარტინესი (პორტუგალია) – 4.0 მლნ
დიდიე დეშამი (საფრანგეთი) – 3.8 მლნ
რონალდ კუმანი (ნიდერლანდები) – 3.0 მლნ
ლუჩანო სპალეტი (იტალია) – 3.0 მლნ
ვინჩენცო მონტელა (თურქეთი) – 1.8 მლნ
მურატ იაკინი (შვეიცარია) – 1.6 მლნ
რალფ რანგნიკი (ავსტრია) – 1.5 მლნ
დომენიკო ტედესკო (ბელგია) – 1.5 მლნ
ზლატკო დალიჩი (ხორვატია) – 1.5 მლნ
დრაგან სტოიკოვიჩი (სერბეთი) – 1.4 მლნ
ლუის დე ლა ფუენტე (ესპანეთი) – 1.25 მლნ
სერგეი რებროვი (უკრაინა) – 1.25 მლნ
კასპერ იულმანდი (დანია) – 1.15 მლნ
სილვინიო (ალბანეთი) – 750 ათასი
მიხალ პრობეჟი (პოლონეთი) – 560 ათასი
სტივ კლარკი (შოტლანდია) – 550 ათასი
ფრანჩესკო კალცონა (სლოვაკეთი) – 540 ათასი
მარკო როსი (უნგრეთი) – 300 ათასი
მატიაჟ კეკი (სლოვენია) – 300 ათასი
ივან ჰაშეკი (ჩეხეთი) – 250 ათასი
ედვარდ იორდანესკუ (რუმინეთი) – 240 ათასი
ვილი სანიოლი (საქართველო) – 200 ათასი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები