LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია დარსაველიძის ესთეტიკური მედიცინის ცენტრი – შეინარჩუნე ინდივიდუალიზმი!

598
ია დარსაველიძე

21-ე საუკუნე ესთეტიკური მედიცინის აღორძინების ხანად ითვლება. ვიზუალის გაუმჯობესება, სახისა და სხეულის მოვლის უახლესი მეთოდები, აპარატურული კოსმეტიკა, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია – ეს მიმართულებები, მთელი მსოფლიოს მსგავსად, პოპულარულია საქართველოშიც. აღნიშნულ სერვისებს ესთეტიკური მედიცინის ცენტრები ქართველ პაციენტებს არა მხოლოდ თბილისში სთავაზობენ, ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი, თუმცა ნამდვილი პროფესიონალების თავშეყრის ადგილი არცთუ ისე ბევრია.

ია დარსაველიძემ საკუთარი ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, 2016 წელს, სწორედ მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდებისა და პაციენტების გარეგნობაზე კეთილსინდისიერად ზრუნვის მიზნით დააარსა.

ია დარსაველიძე, კლინიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, დერმატო-ვენეროლოგი, კოსმეტოლოგი:

– დერმატო-ვენეროლოგიაში მუშაობის 23 წლიანი, კოსმეტოლოგიაში კი 18 წლიანი გამოცდილება მაქვს. მაშინ, როდესაც საკუთარი კლინიკა გავხსენი, თბილისში ესთეტიკური მედიცინის სულ რამდენიმე ცენტრი არსებობდა და ვერც ამდენი პაციენტით ვიწონებდით თავს, რადგან დღეს პოპულარული პროცედურებისადმი ადრე სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც პაციენტებს ვემსახურები, მათ, ვისაც გალამაზება და საკუთარი გარეგნობის შეცვლა სურთ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თავის მოვლა ისეთი ტრენდული, როგორც ახლაა, ჯერ არ ყოფილა – ესთეტიკური დერმატოლოგის, კოსმეტოლოგის პროფესია მთელ მსოფლიოში გახდა მოთხოვნადი. თუკი ადრე მხოლოდ 40 წელს გადაცილებული ქალები მოგვმართავდნენ ნაოჭების გასასწორებლად, თუ პლასტიკური ჩარევებისთვის, ახლა ეს ასაკი ძალიან გაახალგაზრდავებულია, 20 წლის გოგონებიც კი გვსტუმრობენ ცვლილებებისთვის.

ჩემი მიდგომაა, ჩემი სლოგანია, რომ შევინარჩუნოთ ინდივიდუალიზმი ნებისმიერ ასაკში. ყველა ერთმანეთს რომ ჰგავს, ეს ნამდვილად არ არის ლამაზი. გარდა ამისა, პროცედურას, რომელსაც პაციენტი ჩაიტარებს, მის ვიზუალზე კარგად უნდა აისახებოდეს. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ პაციენტები უკვე გათვითცნობიერებულები მოდიან ჩემთან – იციან, როგორ ტარდება პროცედურა, როგორ მოქმედებს პრეპარატი, რა შედეგები შეიძლება ჰქონდეთ. ამიტომ, როცა თავდაჯერებულია ადამიანი, იცის, რისი გაკეთება სურს, აზრს ადვილად ვერ შეაცვლევინებ, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პაციენტების 100-დან 95 პროცენტი ჩემს რჩევებს ითვალისწინებს, იმ ხუთი პროცენტის შემთხვევაში კი პროცედურის ნორმის ფარგლებში ჩატარებას ვცდილობ. საბედნიეროდ, რაც დრო გადის,  მატულობს იმ ქალბატონების რაოდენობა, რომლებსაც ბუნებრიობის შენარჩუნება სურთ.

– როგორ უმკლავდებით კონკურენციას, როგორ ინარჩუნებთ საკუთარ ნიშას ბაზარზე?

– მედიცინა ბიზნესად არასდროს არ უნდა იქცეს. როდესაც ექიმი მხოლოდ ფინანსურ მოგებაზე ფიქრობს, არასდროს არაფერი გამოვა. ნიშის შენარჩუნებაში მრავალწლიანი გამოცდილება და სწორი მიდგომა მეხმარება. საუკეთესო რეკლამა ხომ კმაყოფილი პაციენტია. დღეს ესთეტიკური მედიცინის ცენტრს მართლაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით და რა თქმა უნდა ყველას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ პაციენტმა არჩევანი პროფესიონალიზმზე უნდა შეაჩეროს. შეუცდომელი არავინაა, მაგრამ ზოგჯერ პაციენტები პროფესიონალის ძებნას ცუდად ჩატარებული პროცედურის შემდეგ იწყებენ. პაციენტებმა უნდა გააცნობიერონ ისიც, რომ, როდესაც ექიმი მაღალხარისხიანი პროდუქტით მუშაობს, ის პროცედურას დაბალ ფასში ვეღარ გააკეთებს. თან დღეს ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ამ პროცედურებს ექიმები აღარ ატარებენ. არის ცენტრები, სადაც ამ ყველაფრის სწავლა შეიძლება და სულ არ ითხოვენ ექიმის კვალიფიკაციას. ფაქტობრივად, ერთგვარ ხელობად იქცა ეს საქმე, მედიცინაში კი ხელობის ადგილი არის, აქ ადამიანის ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე. ადამიანმა სხეულზე ნაკლი შეიძლება დამალოს სამოსით, სახეზე კი ვერაფრით ვერ დამალავ, ამიტომ ყველაფერი მაქსიმალურად სწორად უნდა გაკეთდეს.

– თქვენი კლინიკის სერვისებიდან რომელს გამოარჩევდით ამჟამად?

– კლინიკაში წამყვანია კოსმეტოლოგიური მიმართულება, რომელიც ყველა იმ  მომსახურებას მოიცავს, რაც დღეს თანამედროვე ესთეტიკურ კოსმეტოლოგიაში არსებობს, იქნება ეს აპარატული კოსმეტოლოგია, თუ ინიექციური – სახის წმენდა, პილინგები, სახის კონტურული პლასტიკა(როდესაც სიმეტრიებია დარღვეული), ბოტულოტოქსინის ინიექციები, ტუჩის, ცხვირის, ნიკაპის, ყვრიმალების კორექცია და კოგის და მეზო ძაფები, რომლებითაც სახის ვიზუალი იცვლება. და რაც მთავარია, ლაზერული ეპილაცია, როგორც კანდელას ტიპის ალექსანდრიტის ლაზერით, რომელიც ოქროს სტანდარტია, ასევე სამსხივიანი დიოდური ლაზერული ეპილაციის აპარატით, რომელიც 100%-იან შედეგს იძლევა.

– და ბოლოს, ზაფხული დადგა და რომელი პროცედურის ჩატარებისგან თავშეკავებას ურჩევდით პაციენტებს?

– ამ პერიოდში არაფრით არ შეიძლება საშუალო და ღრმა პილინგის ჩატარება. ამასთან, ყველა პროცედურის შემდეგ, აქტიური მზის პერიოდში, მით უფრო ჩვენს ქვეყანაში, მზისგან დამცავი უნდა გამოიყენონ, მაღალპროცენტიანი SPF კრემი. კიდევ ერთი რჩევა ქალბატონებს, რადგან ამდენ პროცედურას იტარებენ და ეს პროცედურები, რა თქმა უნდა, მტკივნეულია, გაუფრთხილდნენ კანს, ძალიან ნუ გაირუჯებიან, ზომიერება ყოველთვის მნიშვნელოვანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g