LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ შეროზია ბედნიერია, როცა გზას ზებრაზე გადასულ ქვეითებს უთმობს

24

ბლოგერი გურამ შეროზია წერს იმ შეგრძნების შესახებ, რომელიც მაშინ ეუფლება, თუკი ადამიანებს ე.წ. ზებრაზე ატარებს.

„როგორი ბედნიერი შეგრძნებაა, ზებრაზე რომ ჩერდები მოულოდნელად, ხელს უქნევ სიცხეში, უიმედოდ მდგომ ხალხს, რომლებიც ბოლო მანქანის ჩავლას მშვიდად ელიან და ატარებ… :))

მერე იწყება ღიმილების გაცვლა, ან ხელის დაქნევა, სასიამოვნო გაოცება… ვისაც არ გიცდიათ (და საქართველოს მოსახლეობის 69%-ია ასეთი ალბათ, თუ ჩემს ტურისტებს დავუჯერებთ) – სცადეთ, მოგეწონებათ )))

ნუ, ისეთებიც არსებობენ, რომ გაუჩერებ და მჟავე სახით, ძროხებივით რომ გადაიზლაზნებიან, კუს ნაბიჯებით, რომ გინდა გადმოუხტე და აუჭრელო ზარმაცი საჯდომები, მაგრამ პოზიტივი მაინც მეტია.

და ცალკე სიამოვნებაა, წითელზე (შენთვის მწვანეზე) რომ მიშრიალებს აუჩქარებლად ქვეითი, ცხვირწინ რომ ჩაგისეირნებს და მჭექარე სიგნალით – შიშისგან ჰაერში რომ აახტუნებ.

ჰოდა, მეტი სიყვარული და გაგება, ჯორჯა“ – აღნიშნავს ბლოგერი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები