საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამამ სურსათის უვნებლობის საკითხებზე საუკეთესო მედიანამუშევრების გამოსავლენად 2023 წლის ნოემბერში კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსის მიზანი იყო, ერთი მხრივ, სურსათის უვნებლობის მიმართულებით სამოქალაქო განათლების დონის გაზრდა, მეორე მხრივ კი, ქართული მედიის ხელშეწყობა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში.
კონკურსში 23 მედიაპროდუქტი იყო წარმოდგენილი, საიდანაც საუკეთესო ვიდეონამუშევრის ნომინაციაში ჟიურიმ გამოარჩია:
- თამარ ქავთარაძე/თინათინ ახვლედიანი (მეგა ტვ) – „ქართული ყველის დაკარგული გემო“
- მარიამ გოცირიძე (ტელეკომპანია რუსთავი 2) – „საშიში ნივთიერება სუნელებში“
- ანა ღუდუშაური (ევრონიუს საქართველო) – „როგორ ამოვიცნოთ „ნამდვილი“ ყველი“
საუკეთესო სტატიის ნომინაციაში გამარჯვებულები გახდნენ:
- სოფო გოდუაძე (რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“) – „უგლუტენო პროდუქტების ხელმისაწვდომობა ქართულ ბაზარზე – პრობლემები და გამოწვევები“
- ნონა ქვლივიძე (Business Research Group) – „ყველი – უცნობი პროდუქტი?“
- რუსუდან გვარამაძე (რეგიონული ტელეკომპანია მე-9 არხი) – „რძის ნაწარმის შავი ბაზარი“
ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო აუდიონამუშევრის ნომინაციაში გამარჯვებულები არ გამოვლენილან.
კონკურსის გამარჯვებულები 750-750 ევროთი დაჯილდოვდნენ.
კონკურსი ჩატარდა ევროკავშირის „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD – Georgia) მეოთხე ფაზის (ENPARD IV) ფარგლებში, ასევე, ორგანიზაციის „პური მსოფლიოს“ (გერმანია) მიერ დაფინანსებული პროექტის „გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა და მომხმარებელთა ცნობიერება“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კოალიცია, რომელშიც შედიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი და საქართველოს მთიანი რეგიონების ამბროლაურის რაიონის ფერმერ-მეფუტკრეთა ასოციაცია.