LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიუ დელისა და თბილისს შორის ფრენები ყოველდღიურად შესრულდება

157
IndiGo

აზიის ყველაზე დიდი და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo საქართველოსთან რეგულარული პირდაპირი ფრენების რაოდენობას ზრდის – რეისი ნიუ დელი-თბილისი-ნიუ დელი კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად შვიდჯერ შესრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ფრენების სიხშირის გაზრდის გადაწყვეტილება დამატებითი სტიმულია მიმდინარე ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის, ამავე დროს, გაზრდილი გამტარუნარიანობა საქართველოში ინდოეთიდან ტურისტულ ნაკადებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

უმსხვილესი ინდური ავიაკომპანია IndiGo 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითა და ავიაფლოტის სიდიდით აზიაში პირველ ადგილზეა. ის 600-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g