ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში მცხოვრები მარიამ შეყელაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან გაიცნო – მარიამი სკოლის ეზოში, ზეიმზე არაჩვეულებრივად ცეკვავს „საზანა ლორკეს“ ცნობილი სპექტაკლიდან „ეზოში ავი ძაღლია“.
ინტერნეტსივრცეში ვიდეოს მასშტაბურად გავრცელების შემდეგ, მარიამი არაერთ გადაცემაში მიიწვიეს.
მან „პოსტ ალიონში“ სტუმრობის დროს თქვა, რომ ცეკვა ძალიან უყვარს და სურს, ცეკვის მასწავლებელი გახდეს. მარიამმა სავიზიტო „საზანა ლორკე“ შეასრულა და ასევე, შესანიშნავად იცეკვა „რაჭულიც“.
მარიამის ცეკვას აფასებენ სოციალური ქსელის მომხმარებლები და მას უამრავ დადებით კომენტარს უწერენ:
„საოცრად ცეკვავს“, „ბავშვი საოცრება“, „ცეკვისთვის არის დაბადებული“, „ასეთი მედგარი და თამამი უნდა იყოს ჩვენი მომავალი თაობა“ – წერენ ვიდეოს კომენტარებში.
💃 ცეკვა „რაჭული“ – მარიამ შეყელაშვილი
Posted by პოსტ ალიონი / Post Alioni on ორშაბათი, 10 ივნისი, 2024