LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონური გამოცემა Transit საქართველოს შესახებ წერს

131
თბილისი

აღმოაჩინეთ გემრიელი კერძები საქართველოში, ცივილიზაციების გზაჯვარედინზე“ – ამ სათაურით აქვეყნებს იაპონური ჟურნალი Transit მოგზაური ჟურნალისტის მიკიტო მორიკავას შთაბეჭდილებების ერთ ნაწილს საქართველოს შესახებ.

მორიკავა, რომელმაც საქართველოში გაზაფხულზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა, იაპონელ მკითხველს თბილისის, დედაქალაქის ცხოვრების რიტმის, კულტურის, კვების ობიექტების, ღვინის მარნებისა და მუზეუმების შესახებ უყვება.

მეორე სტატიით კი, რომლის სათაურიცაა „ღვინის ტური საქართველოში, ღვინის დაბადების ადგილას“, იაპონელი ჟურნალისტი მკითხველს ქართველ მეღვინეებს აცნობს და ინფორმაციას აწვდის ღვინისა და კერძების იმ ფესტივალების შესახებ, რომლებიც თბილისში ტარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g