მწერალი და ჟურნალისტი დათო გორგილაძე სამოქალაქო აქტივისტ, ზუკა ბერძენიშვილზე ფიზიკურ ძალადობას, სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას შემდეგი ტექსტით მიმართავს:
„იმ წარმონაქმნების ოჯახის წევრებო, ვინც ხალხს უკნიდან ეპარება, წააქცევს, უმოწყალოდ სცემს და გარბის. დედებო, მამებო, და-ძმებო… ადამიანებად მათი აღზრდა რომ ვერ მოახერხეთ, ეს დღესავით ნათელია, მაგრამ რაღაც არც ახლაა დაგვიანებული.
„ჯგრო! ჩვენი სისხლის დაღვრის გარეშე როგორ იქნებოდა! ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი ბიძინა ივანიშვილი დაისჯება. სულ მალე“ – ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას მამა და ბიძა ეხმაურებიან
სამოქალაქო აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე ფიზიკურ თავდასხმას, ზუკას მამა და ბიძა – ლევან და დავით ბერძენიშვილები ეხმაურებიან.
აჯობებს დღეს მოიყვანეთ ეგენი გონს, თორემ ხვალ იქნება თუ ზეგ მოგიწევთ სასამართლო დარბაზში ცრემლების ღვრა და იმის მტკიცება, რომ დააძალეს, სინამდვილეში კარგი ადამიანია, იძულებული გახდა… დაგვიანებული იქნება მერე. გინდათ თქვენ ეგ?“ – წერს დათო გორგილაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქტივისტ ზურა ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე უწყებამ გამოძიება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, ზუკა ბერძენიშვილს თბილისში რამდენიმე უცნობი პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.
შსს-ს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
იმ წარმონაქმნების ოჯახის წევრებო, ვინც ხალხს უკნიდან ეპარება, წააქცევს, უმოწყალოდ სცემს და გარბის. დედებო, მამებო,…
Posted by Dato Gorgiladze on Tuesday 11 June 2024