LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW X3–ი ელექტროქარი გახდება

40

ქროსოვერი BMW X3-ის ახალი მოდიფიკაცია ბოლომდე ელექტრონული მოწყობილობით იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ ბავარიულმა კომპანიამ სააგენტო – Bloomberg-ს შეატყობინა.

BMW X3-ის ელექტრონული მოდიფიკაცია, რომელიც კონკურენტული ფასით იქნება წარმოდგენილი 2020 წელს გამოჩნდება. ჯიპი ავტომწარმოებლის მეოთხე ელექტრონული მოდელი იქნება ეკო-ოჯახში, ინიციალით – ,,i”. შედარებით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ BMW-ს ტექნიკოსები ასევე მუშაობენ სხვა ავტომობილების ელექტრონული ვერსიების შექმნაზე, როგორებიცაა ქროსოვერ X4 და ჰეთჩბექი MINI.

პირველი ელექტროქარები 2018 წლის დასაწყისში გამოჩნდება. ეკო-ავტომობილების წარმოებით, ბავარიული კომპანია Tesla Motors-ს, Jaguar-ს, Audi-სა და Mercedes-Benz-ს გაუწევს კონკურენციას.

ამ ეტაპზე BMW-ს ამ მახასიათებლით (ბოლომდე ელექტროქარი) მხოლოდ ერთადერთი მოდელი i3 ჰყავს წარმოდგენილი. იგი დაკომპლექტებულია 170 ცხენის ძალის სიმძლავრიანი აგრეგატით, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ-ია. აღნიშნული მოდელის ბატარეის წარმადობა 33 კვ/სთ-ითაა განსაზღვრული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები