საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრაზე პრეზიდენტს სიტყვით ლაზარე გრიგორიადისმა მიმართა და შეწყალებისთვის მადლობა გადაუხადა..
„მინდა უდიდესი მადლობა მოგიხადოთ და უდიდესი პატივისცემა გამოვხატო, რომ სწორ მხარეს იბრძვით. ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ ევროპულ მომავალს არ ჩამოვშორდეთ. სიტყვები არ მყოფნის ისე მიყვარხართ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენ ჩვენი პრეზიდენტი ხართ. მადლობა დიდი“, – ამბობს ლაზარე გრიგორიადისი.
სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგი სიტყვებით უპასუხა: „ლაზარეს მადლობა არ მეკუთვნის, შეწყალებაზე მადლობა არ ითქმის“.
ცნობისთვის, ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა