LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდში ზედმეტად ხმაურიანი კონცერტების ავტორებს დააჯარიმებენ

136
Screenshot 2024-06-13 103209

მადრიდში გადაწყვიტეს, რომ დააჯარიმონ იმ კონცერტების ორგანიზატორები, რომლებიც „რეალის“ სტადიონზე “სანტიაგო ბერნაბეუზე” ზედმეტად ხმაურიან შოუებს მოაწყობენ. სიახლის შესახებ Avinter Active წერს.

ჯარიმის ოდენობა შესაძლოა 300 ათას ევრომდე იყოს.

სტადიონი ცოტა ხნის წინ 5 წლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ გახსნეს. სამუშაოების დროს სტადიონზე დაამონტაჟეს სახურავი და სისტემა, რომელიც იატაკიდან გაზონის აღების საშუალებას იძლევა. სიახლის დამსახურებით კომპლექსი კონცერტების ჩასატარებლად მშვენიერ სივრცედ იქცა.

ერთ-ერთი პირველი ვინც განახლებულ სტადიონზე გამოვიდა მომღერალი ტეილორ სვიფტი იყო. ადგილობრივებმაც მაშინვე თავისი უკმაყოფილება გამოხატეს. მათი თქმით, ქუჩაში მუსიკა ისევე ძლიერ ისმოდა, როგორც შიგნით სტადიონზე.

დიდად სავარაუდოა, რომ ხმის იზოლაციის პრობლემით „რეალიც“ უნდა დაინტერესდეს. სიტუაციის მოგვარების ერთ-ერთი გზა შესაძლოა სპეციალური აკუსტიკური პანელების დამონტაჟება გახდეს.

შეგახსენებთ, რომ მცირე სატრანსპორტო ხმაურიც კი, მაგალითად 40 დეციბელი, ადამიანების შრომისუნარიანობაზე ნეგატიურად მოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები