14 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს.
აღნიშნულს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ულოცავს უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე!
„გილოცავთ უკრაინას და მოლდოვას ამ მნიშვნელოვან ეტაპს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე! გულწრფელად ვულოცავ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრეზიდენტ მაია სანდუს ამ მნიშვნელოვან მიღწევას. დარწმუნებული ვარ, ევროპელი ქართველი ერიც მალე შეუერთდება თქვენს რიგებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ში.