LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოდან მოცვის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

152
მოცვი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, საქართველოდან 11.4 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული.

2024 წლის 1 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, უკვე ექსპორტირებულია 1.8 ათასი ტონა მოცვი, რომლის ღირებულებამ 11.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.4 ათასი ტონით (4.5-ჯერ), ხოლო ღირებულება – 8.7 მლნ აშშ დოლარით (4.2-ჯერ) გაიზარდა.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g