„მოცვი არის ერთადერთი ხილი, რომელიც ყველაზე ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს“, – ამის შესახებ ექიმმა, გიორგი ღოღობერიძემ განაცხადა.
ონკოლოგი მოცვის სასარგებლო თვისებების შესახებ ვიდეომიმართვაში საუბრობს და დეტალურად ხსნის კენკროვანი ხილის საოცარ და სასარგებლო თვისებებს.
მისი თქმით, ყოველდღიურად მიღებულ 50 გრამ მოცვს, ჩვენი ჯანმრთელობისთვის, დიდი სარგებელი მოაქვს:
„მოცვი არის ერთადერთი ხილი, რომელიც ყველაზე ბევრ ანტიოქსიდანტს შეიცავს. მას რომ ლურჯი ფერი აქვს, ეგ ფერი დამსახურებაა ანტიოქსიდანტ ანტოციანინს. თუ თქვენ ყოველდღიურად გამოიყენებთ 50 გრამ მოცვს, ოღონდ ბუნებრივ მოცვს, სოფელში გამოყვანილს და არა პესტიციდებით და სხვადასხვა შხამქიმიკატებით დამუშავებულს, ამ შემთხვევაში სხეულს აქვს უზარმაზარი სარგებელი. ჩვენს ორგანიზმში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით თავისუფალი რადიკალები. ეს რადიკალები გვიზიანებენ დეენემს, როცა დეენემი ზიანდება, საბოლოო ჯამში უჯრედები ბერდება, იზრდება რისკი სიმსივნეების, ასევე ქვეითდება გონებრივი რესურსი და ქოლესტეროლის გადამტანი მოლეკულა „ელდიელი“ როცა დაიჟანგება, ლაგდება სისხლძარღვებში, შემდეგ კი ასაკთან ერთად იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტს და ინსულტს. ახლა მე რაც ჩამოვთვალე, აი ამ ყველაფერს ანელებს და ხელს უშლის მოცვში არსებული ანტიოქსიდანტები. ყოველ დღე მიღებული 50 გრამი მოცვი სხეულს ძალიან დიდ სარგებელს სძენს. 28 პროცენტით მცირდება მიოკარდიუმის ინფარქტის და ინსნულტის რისკი. მოცვს ასევე შეუძლია არტერიული წნევის კლებასაც შეუწყოს ხელი, მის მაჩვენებელს 4 პროცენტით ამცირებს. მართალია მოცვში არის ნახშირწყლებიც, მაგრამ მას შეუძლია, რომ იმ ადამიანებში, ვისაც აქვს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი (ჭარბი წონის ფონზე განვითარებული) ინსულინზე მგრძნობელობა გაზარდოს და გლიკემიური მაჩვენებლები უფრო გააუმჯობესოს, ვიდრე მანამდე იყო…“ – ამბობს ღოღობერიძე.
