თურქეთის ნაკრებთან დაძაბული თამაშის შემდეგ, გიორგი ქოჩორაშვილმა ქართველ გულშემატკივარს, ისტორიული მატჩის მაისური აჩუქა.
კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ოქრო ხარ ქოჩორ“
„ყველაზე მაგარი კაცი“
„გული ხარ ქოჩორ“ – აღნიშნავენ სოცქსელში.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად თამაშობს. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი თურქეთთან გამართა. შეხვედრა 3:1 თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ დასრულდა. 22 ივნისს საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხოლო 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს.