სასამართლოში არავითარი კლანი არ არსებობს. ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს, რას უწოდებენ „კლანს“, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიზო უბილავამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.
„არავითარი კლანი არ არსებობს. ამ წლების განმავლობაში ერთი ფაქტიც ვერ დაასახელეს, თუ რას უწოდებენ კლანს. ჩემთვის გაუგებარია. უსაფუძვლოდ იმის ძახილი, რომ თითქოს კლანი არსებობს სასამართლოში, ეს ხომ ქვეყნის შიგნით სისტემას აყენებს ზიანს. ვერ დავეთანხმები იმ პირებს, ვინც ამბობს, რომ ერთი გუნდი აკონტროლებს სასამართლოს“,- აღნიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიზო უბილავამ.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ. დეპუტატების წინაშე გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი გაივლის. პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ბადრი შონიას, გოჩა ჯეირანაშვილისა და გიზო უბილავას კანდიდატურები 4 ივნისს წარუდგინა. მანამდე კი, პროცედურის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის მიზანი წარდგენილი კანდიდატების კონსტიტუციასთან და კანონთან შესაბამისობის დადგენა იყო.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ.
დეპუტატების წინაშე გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი: გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი გაივლის.