LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროს საბურთალოს ხაზმა მუშაობა სრულად განაახლა – მგზავრს, რომელიც ლიანდაგებში ჩავარდა, ოპერაცია უტარდება

299
მეტრო

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი სრული დატვირთვით მუშაობს.

სადგურ „ვაჟა-ფშაველაზე“ გამომძიებლებმა მუშაობა დაასრულეს – აღნიშნულ სადგურზე, ლიანდაგებში, დღეს დილით მგზავრი ჩავარდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველაზე“ მატარებლის სავალ ნაწილზე მგზავრი გადავარდა

არსებული ინფორმაციით, მოძრაობა მეტროს მეორე ხაზზე შეზღუდულია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სამაშველო სამსახური.

დაშავებული ლიანდაგებიდან მაშველებმა ამოიყვანეს, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კი გადაიყვანა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

ინციდენტის გამო, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მეტროს საბურთალოს ხაზზე მატარებლები სადგურის მოედნიდან“ მხოლოდ „დელისამდე“ მოძრაობდნენ.

mazda magti 5g