მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც პარიზში მოგზაურობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ ოცნებები ხდება. როგორც მომღერალი აღნიშნავს, მან თავისი ოცნება 20 წლის შემდეგ, პარიზში აიხდინა.
„პირველად, როდესაც მულენ რუჟს ვუყურე, ალბათ ვიქნებოდი 15 წლის, იმ დროიდან ვოცნებობდი ნამდვილი მულენ რუჟი მენახა და 20 წლის მერე ამიხდა. დიახ ოცნებები ნამდვილად ხდება, მთავარია არასდროს შეწყვიტოთ ოცნება. ცხოვრება მშვენიერია“, – წერს ნინი შერმადინი ფეისბუქში.