LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე თავისუფალი ვარ მაშინაც კი, თუკი რაიმე ურთიერთობაში ვიმყოფები“ – 63 წლის შონ პენი ახალი ვარცხნილობით გამოჩნდა

166
page

63 წლის მსახიობი და კინორეჟისორი, შონ პენი New York Times-ის რუბრიკის სტუმარი გახლდათ. მანამდე ვარსკვლავი ახალი, „ჰიპსტერული“ ვარცხნილობით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე და ის საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ინტერვიუში შონმა პირად ურთიერთობებზე ისაუბრა.

„მე თავისუფალი ვარ მაშინაც კი, თუკი რაიმე ურთიერთობაში ვიმყოფები, თავს თავისუფლად ვგრძნობ, არ მეშინია გულის გატეხის, ჩემი აზრით, ურთიერთობები არ უნდა იყოს დრამატული“, – აცხადებს ჰოლივუდელი ქალბატონების გულთამპყრობელი პენი, რომელიც ბოლოს ოლგა კო­რო­ტი­ე­ვას ხვდებოდა.

ცნობისთვის, პენი დაოჯახებული სამჯერ იყო, ერთ-ერთი ქორწინებიდან მას ქალ-ვაჟი ჰყავს. ტაბლოიდები შონის ქალებისადმი უხეშ მოპყრობაზე გამუდმებით წერდნენ, თუმცა ფაქტია, ქალებს შონი საოცრად უყვართ, ის კი მასზე ბევრად ახალგაზრდა ქალბატონებით იხიბლება.

ცნობილია, რომ შონი ხვდებოდა ისეთ ცნობილ ქალბატონებს, როგორებიც არიან: ელიზაბეთ მაქგოვერნი, მადონა, რობინ ვრაიტი, ჯეველი, სკარლეტ იოჰანსონი, შარლიზ ტერონი და ლეილა ჯორჯი

„კანიე უესტს მიბაძა“ – ოსკაროსანი შონ პენი ნიუ-იორკის ქუჩებში ფეხშიშველი გადაადგილდება

ჰოლივუდელი ქალების გულთამპყრობელი ფორმაშია – შონ პენმა უკრაინელი შეყვარებული ნიუ-იორკში წაიყვანა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები