LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 676 641-ს შეადგენდა, რაც დღემდე, პროგრამის მოქმედების პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“ – რა წერია სახალხო დამცველის ანგარიშში

132
ლევან იოსელიანი

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქმიანობის 2023 წლის ანგარიშს წარადგენს.

სიტყვით გამოსვლის დროს ომბუდსმენმა ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე, 2023 წლის აქციებზე განვითარებულ მოვლენებსა და სამართალდამცველების მხრიდან გადაცდომებზე, მედიის თავისუფლების გამოწვევებსა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობაზე.

ომბუდსმენმა ქვეყანაში არსებულ სოციალურ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა – ბავშვთა სიღარიბეა:

„სიღარიბე ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. 2023 წლის მარტის მონაცემებით, სოციალური შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა 676 641-ს შეადგენდა, რაც დღემდე, პროგრამის მოქმედების პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა – ბავშვთა სიღარიბეა. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 5,2%-ით გაიზარდა.

ხანდაზმულთა შორის მაღალია სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი, რაც მათ მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს განაკუთვნებს.

უსახლკარობის გამომწვევი მიზეზებისა და მისი მასშტაბების კვლევის, ასევე, უსახლკარო პირთა ერთიანი მონაცემთა ბაზის არარსებობა თავისთავად იწვევს სოციალური საცხოვრისებში გაუსაძლის მდგომარეობას. ქვეყანაში კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი სოციალური საცხოვრებლის მოწყობის მინიმალური სტანდარტები”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

magti 5g