LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელმა და ქართველმა მორაგბეებმა მეგრულ რესტორანში იქეიფეს (ექსკლუზიური ფოტო-ვიდეო)

6

შაბათს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში იაპონიას უმასპინძლა. უშეღავათო ბრძოლის შემდეგ რაგბში ასეთი წესია: თამაშის შემდეგ ყოველთვის ე.წ. მესამე ტაიმია. ანუ გუნდები ერთად მიდიან სანადიმოდ და, ქართულად რომ ვთქვათ, ერთად ქეიფობენ.

გამონაკლისი არც ეს შემთხვევა იყო. იაპონელი სტუმრები ბორჯღალოსნებთან ერთად მეგრულ რესტორან „თაშრეს“ ესტუმრნენ (ბელიაშვილის ქუჩაზეა). მართალია, მორაგბეებს საკუთარი განსაზრული მენიუ აქვთ და „ყველაფერი არ ეჭმევათ“, მაინც შეიძლება ითქვას, რომ შორეული სტუმრები აღფრთოვანებული დარჩნენ ქართული კერძებით. რესტორნის ადმინისტრაციამ საპატიო სტუმრებს წინასწარ შერჩეული მენიუს გარდა, თავადაც უამრავი კერძი მიართვა. ფედერაციისა და დელეგაციის წევრებმა კი მორაგბეებისგან განსხვავებით ბევრად მეტი კერძი დააგემოვნეს: მოკლედ, მეგრულ რესტორანში იაპონელები „გააგიჟეს“. დალევით კი ძირითადად ლუდი მიირთვეს.

„თაშრეში“ გატარებული რაგბის საღამოს ექსკლუზიური ფოტოები ახლა აქ თქვენს წინაშეა, რისთვისაც რესტორნის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდით.

მომდევნო შაბათს, საქართველო სამოას ჯერ მოედანზე უმასპინძლებს, შემდეგ კი ისევ „მეგრელებში“ – ახლა ოკეანეთის წარმომადგენლების გადარევის ჯერია.

თაშ რე – მეგრულიდან რომ ვთარგმნოთ დაახლოებით ასე ჟღერს – ასეა ეს! მართლაც რა შეედრება ჩვენს სუფრას და ვინ არ მოიხიბლება – ასეა ასე!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები