გარდაცვალებიდან 8 წლის შემდეგ, პრინსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში საკუთარი სახელობის ვარსკვლავს მიანიჭებენ.
ჰოლივუდის კომერციული პალატის ინფორმაციით, საკულტო არტისტი საპატიო ჯილდოს მომავალ წელს, სხვა მუსიკალურ კანდიდატებთან ერთად მიიღებს.
იმ შემსრულებელთა და ბენდთა შორის, რომლებიც 2025-ის სიაში მოხვდნენ ასევე არიან: ბასტა რაიმსი, კიტ ურბანი, ჯორჯ სტრეიტი, Fantasia, Depeche Mode, Los Bukis, The B-52s, Green Day, The Isley Brothers და WAR.
ცნობილი გახდა ისიც, რომ სპორტის სექციაში ვარსკვლავს დევიდ ბეკჰემს, კინოს განყოფილებაში კი ჯესიკა ჩესტეინს, ჯეინ ფონდასა და კოლინ ფარელს გაუხსნიან.