LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიორგი მამარდაშვილი ღმერთის გამოგზავნილი საჩუქარია საქართველოს ნაკრებისა და ქართული ფეხბურთისთვის“ – რეზი არველაძე

419
2024-06-27_23-35-08_669217

რეზი არველაძე ქართველ მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს ეროვნული ნაკრებისთვის ღმერთისგან გამოგზავნილ საჩუქარს უწოდებს.

მისივე თქმით, ასე ლამაზად, ელეგანტურად, ასე მშვიდად და ასეთ დონეზე თამაშობდეს ახალგაზრდა მეკარე, ეს ძალიან დიდი წარმატებაა.

„გიორგი მამარდაშვილი ღმერთის გამოგზავნილი საჩუქარია საქართველოს ნაკრებისა და ქართული ფეხბურთისთვის. ასე ლამაზად, ელეგანტურად, ასე მშვიდად და ასეთ დონეზე თამაშობდეს ახალგაზრდა მეკარე, ეს ძალიან დიდი წარმატებაა. ეს რასაკვირველია ციფრებშიც გამოისახება.

ამ დიდი წარმატების შემდეგ, ქართული ფეხბურთის მიმართ ინტერესი გაჩნდება“, – ამბობს რეზი არველაძე.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში გიორგი მამარდაშვილი რიგით მეორე მეკარეა, რომელსაც ყველაზე მეტი, 11 სეივი აქვს ერთ თამაშში.

ამასთან, მამარდაშვილმა პორტუგალიასთან მატჩშიც 8 სეივი მიითვალა.

ცნობისთვის, საქართველომ პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

30 ივლისს ეროვნული ნაკრები შეხვედრას ესპანეთთან გამართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g