LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვამაყობ ფეხბურთელებით… ამ მატჩიდან ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ. გაკვეთილის მიღება წაგებისგანაც შეიძლება და მოგებისგანაც“ – ვილი სანიოლი

256
ვილი სანიოლი

„ვამაყობთ იმით, რაც ევროპის ჩემპიონატზე გავაკეთეთ“ – ამის შესახებ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა.

ვილი სანიოლმა ევრო 2024-ზე ესპანეთის ნაკრებთან მერვედფინალური შეხვედრა პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„ეს დასასრული არაა… ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ – გიორგი მამარდაშვილი

„ვამაყობთ იმით, რაც ევროპის ჩემპიონატზე გავაკეთეთ. ესპანელების პირველი გოლის დროს ცხადად თამაშგარე იყო. თუ საფრანგეთის ნაკრებთან ნიდერლანდების გოლი გაუქმდა, დღეს ათჯერ უფრო ცხადი სიტუაცია იყო. ვიდეორეფერი შესანიშნავი გამოგონებაა, მაგრამ მისი სწორად გამოყენება ბოლომდე არ ვიცით. ადამიანები ერთსა და იმავე ეპიზოდებზე სხვადასხვაგვარ გადაწყვეტილებას იღებენ, რასაც ფეხბურთელები ვერ იგებენ.

ევროპის ჩემპიონატი დღეს დავასრულეთ და 2026 წლის მუნდიალზე გასვლაზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. გვქონდა ცუდი და კარგი პერიოდები, მაგრამ ეს ყველგან ხდება. ახლა მშვიდად უნდა გავაანალიზოთ, თუ რა გავაკეთეთ და რა გზა გავიარეთ. რა თქმა უნდა, უკანასკნელი შედეგებით კმაყოფილები ვიქნებით, რადგან ნაკრებმა გასაოცარი ევოლუცია განიცადა. ვამაყობ ფეხბურთელებით. ახლა ამ გზის დასასრულამდე მივედით, მაგრამ, იმედია, შემდეგ კიდევ უფრო უკეთესი გზა იქნება.

ევრო 2024-ზე გუნდურად ფანტასტიკურად ვითამაშეთ. არ ვამბობ, რომ იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ წაგებით მაინც დამწუხრებულები გახლავართ. თუმცა, ასეთია ფეხბურთი. უახლოეს დღეებში გავაანალიზებთ, რა გავაკეთეთ. ამ მატჩიდან ფეხბურთელებმა უნდა ისწავლონ. გაკვეთილის მიღება წაგებისგანაც შეიძლება და მოგებისგანაც“, – განაცხადა სანიოლმა.

„ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენ ბიჭებს!“ – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g