LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგად შემომხედეთ, ქორწინების ბეჭედი კვლავ მიკეთია“ – ჯეი ლო ფოტოებს ავრცელებს

320
page

ბოლო ორი თვე არ წყდება საუბარი ჯეი ლოსა და ბენ აფლეკის განშორების შესახებ. არტისტი იტალიაში მეუღლის გარეშე გაემგზავრა, ბენი კი ახლახან ბარგით ხელში დააფიქსირეს. მედიის ცნობით მან ჯეი ლოს სახლიდან საკუთარი ნივთები გადაიტანა.

მანამ, სანამ ჯეი ლო ევროპაში მოგზაურობდა, ბენ აფლეკმა სახლიდან საკუთარი ნივთები გამოიტანა – უახლესი ფოტოები

ყოველივე ამის ფონზე, 54 წლის ჯენიფერ ლოპესი „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს გვიზიარებს. ის Coach-ის ჩანთების ახალ კოლექციას არეკლამებს. აღსანიშნავია, რომ არტისტს თითზე ქორწინების ბეჭედი კვლავ უკეთია.

კომენტარებში წერენ, რომ აღნიშნული ფოტოები არც თუ ისე ახალია და ბენთან კონფლიქტის დაწყებამდეა გადაღებული. საზოგადოების ნაწილი კი ფიქრობს, რომ ჯეი ლო ბრილიანტის ბეჭედს სპეციალურად უწევს დემონსტრირებას, რათა მსოფლიო დაარწმუნოს, რომ ის და ბენი კვლავ ერთად არიან.

„თითქოს ამბობს, კარგად შემომხედეთ, ქორწინების ბეჭედი კვლავ მიკეთია“, „ჩანთას კი არა, ბეჭედს არეკლამებს“, ჩვენი დარწმუნება, სირს რომ ისინი კვლავ ერთად არიან“, ეს ძველი ფოტოებია”, – არ წყდება კომენტარები.

„ბენიფერის ზღაპარი დასრულდა“, „რამდენიმე დღეში დაბერდა“ – ჯეი ლო, ბენ აფლეკის სახლიდან გადასვლის შემდეგ პირველად გადაიღეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები