LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუსი: „რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია“

119
უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია და…

Posted by სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia on ოთხშაბათი, 03 ივლისი, 2024
magti 5g