LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლინდსი ლოჰანი და ჯემი ლი კერტისი, 21 წლის შემდეგ, ფილმ „გიჟური პარასკევის“ მეორე ნაწილის გადაღებებზე

151
ლინდსი ლოჰანი და ჯემი ლი კერტისი, 21 წლის შემდეგ, ფილმ „გიჟური პარასკევის“ მეორე ნაწილის გადაღებებზე

ოსკაროსანი მსახიობი ჯემი ლი კერტისი და ლინდსი ლოჰანი, 21 წლის შედეგ, ისევ შეხვდნენ ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე. მსახიობები მონაწილეობენ 2003 წლის გახმაურებული კომედიური ჯანრის ფილმის „გიჟური პარასკევის“ გაგრძელებაში. ფილმში ასევე ბრუნდება მარკ ჰარმონი, რომელიც პირველ ფილმშიც თამაშობს.

ინფორმაცია ფილმის მეორე ნაწილის გადაღებაზე წლებია ვრცელდება, თუმცა, ოფიციალურად ამბავი მხოლოდ გასულ წელს დადასტურდა.

გადაღებები უკვე დაიწყო და ამის ამსახველი კადრები ინტერნეტში გავრცელდა. პირველი ფოტოებიც გადასაღები მოედნიდან უკვე გამოჩნდა.

ცნობილი ექიმისა და მისი 15 წლის ქალიშვილის ერთ დღეში შეცვლილი ცხოვრების თავგადასავალზე ახალ ფილმს მაყურებელი 2025 წელს ნახავს, ფილმის სიუჟეტის დეტალები უცნობია.

37 წლის ლინდსი ლოჰანი პირველი შვილის მოლოდინში – მსახიობის უახლესი ფოტოსესია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g