LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რის გამო გაუჩინარდა სცენიდან ავთო აბესლამიძე: „მიკროფონით ვმალავდი ამ პრობლემას…“

334
ავთო აბესლამიძე

მომღერალი ავთო აბესლამიძე სცენას დაუბრუნდა, თუმცა საკმაოდ დიდხნიანი პაუზა ჰქონდა აღებული. მიზეზი არასწორი თანკბილვა გახდა, რომელმაც დააკომპლექსა. ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია და მომღერალს დიდი შემართება და ენთუზიაზმი დაუბრუნდა. ამის შესახებ ის ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს:

„ასაკის მატებასთან ერთად დამეწყო კომპლექსი ჩემი თანკბილვის გამო. შესამჩნევი იყო ფოტოებშიც კი, რომ იშვიათად ვიღიმებოდი. თან, პრობლემა არ იყო მარტივი. ამ ყველაფრის მიზეზი კი ბავშვობაში ღობიდან გადმოვარდნა იყო, რის გამოც კბილი დავკარგე. ოცი წლის წინ ნაკლებად იყო განვითარებული სტომატოლოგია, შესაბამისად, გავიზარდე არასწორი თანკბილვის გამო.

საკუთარ თავში ჩავიკეტე და ბევრ შემოთავაზებაზე, გადაცემებიდან თუ პროექტებიდან, მათ შორის, უცხო ქვეყნებიდანაც კი, უარს ვამბობდი.

კბილების პრობლემა ასე გაკომპლექსებდათ?

კი, ძალიან, რაღაც კუთხით, თავდაჯერებულობას ვკარგავდი. მხოლოდ სცენაზე ვიყავი გაბედული იმით, რომ მიკროფონით ვმალავდი ამ პრობლემას. ეს იმდენად დიდი დისკომფორტი იყო, რომ განვერიდე ყველაფერს და გადავწყვიტე, პრობლემა მომეგვარებინა. ორი-სამი წლის განმავლობაში ბრეკეტები ვატარე და ბოლოს ეს ბედნიერებაც დადგა. ისეთი თავდაჯერებული ვარ, მგონია, რომ მთებს გადავდგამ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g