LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოსახლეობა გუშინდელ უამინდობას ქარბორბალას ადარებს, ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტ სახლს სახურავი ახადა“ – კრწანისის რაიონის გამგებელი

211
BeFunky-collage (17)

ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ამის შესახებ კრწანისის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ განაცხადა.

მისი თქმით ძირითადი პრობლემები ფონიჭალაში მცხოვრებ მოსახლებას შეექმნა.

“სამწუხაროდ, ძალიან ძლიერი ქარი იყო. ჩვენთან საუბრისას მოსახლეობა გუშინდელ უამინდობას ქარბორბალას ადარებს. ძლიერმა ქარმა 20-ზე მეტი სახურავი ახადა, ძირითადად კერძო დასახლებებში. კალა, ორთაჭალისკენ ნაკლებად პრობლემებია, უფრო ფონიჭალისკენ გვაქვს პრობლემები. ზემო ფონიჭალაში ხეები ამოვარდა, კორპუსებში წყალი სახურავებიდან შევიდა, შესამოწმებელია, ზოგ შემთხვევაში საწვიმრის გაჭედვის გამო იყო, აქედან გამომდინარე, მოსახლეობას წყალი ჩაუვიდათ. ჩვენი სამსახური ყველაფერს შეამოწმებს.

ჩვენი სამსახურის თანამშრომლები ყველასთან ადგილზე მიდიან და შემთხვევის იდენტიფიცირებას ახდენენ, ამის შემდეგ ამ დეტალებს შევისწავლით. მაქსიმალურად მოსახლეობას გვერდით დავუდგებით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში დავეხმარებით. ამ დროისთვის, მოსახლეობისგან ვიღებთ შეტყობინებებს და ჩვენ მათთან მივდივართ, ამის გამო ჯერჯერობით ზარალის ოდენობა არ დაგვითვლია”, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.

გუშინ, გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს.

თბილისის მერია: უამინდობის შედეგად წაქცეულმა ხეებმა დააზიანა სახლები, ავტომობილები და კომუნიკაციები, ძლიერმა ქარმა სახურავები გადახადა სახლებს – მიმდინარეობს ზარალის აღრიცხვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები