ინტერნეტსივრცეში ჯეი ლოს და ბენ აფლეკის აქამდე უცნობი ვიდეო ვრცელდება, რომელიც მიმდინარე წლის მაისით თარიღდება.
ვიდეოში ჯეი ლო და ბენი მანქანაში ისხდნენ და მწვავედ კამათობდნენ. ბენი გაცილებით მეტი ექსპრესიით გამოირჩეოდა.
„აი აქ დასრულდა ყველაფერი“, – სწორედ ამ სათაურით ავრცელებს სტატიას დასავლური მედია.
ცნობისთვის, მაისის შემდეგ ბევრი რამ მოხდა, ჯეი ლო მეუღლის გარეშე გაემგზავრა ევროპაში სამოგზაუროდ. პარალელურად ამისა, ბენ აფლეკმა ლოს-ანჯელესში მდებარე სახლიდან, რომელიც მან ჯეი ლოსთან ერთად შეიძინა, საკუთარი ნივთები გადმოიტანა.
ვიდეო: „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“ თუ მოჩვენებითი სიმშვიდე? – ჯეი ლო ვიდეოს ავრცელებს