„გვაქვს პრეზენტაცია, რომელსაც ექნება ყრილობის კომპონენტი და გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიისთვის, კამპანიისთვის, გამარჯვებისთვის“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი განცხადებით, დღეს 20:00 საათზე გაიმართება პარტიის ყრილობა, სადაც მნიშვნელოვან სიახლეებს გააჟღერებენ.
როგორც ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განმარტა, მთავარი მიზანია საერთო ფრონტის შექმნის ხელშეწყობა.
„გვაქვს პრეზენტაცია, რომელსაც ექნება ყრილობის კომპონენტი და გამოვაცხადებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარტიისთვის, კამპანიისთვის, გამარჯვებისთვის.
მთავარია ოპოზიციურ ფრონტზე მოხდეს მაქსიმალური გაერთიანება, რადგან ივანიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნები აქცია რეფერენდუმად, ძალიან მნიშვნელოვანია საერთო ფრონტის შექმნა ივანიშვილის წინააღმდეგ.
მესმის, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, თუ როგორ შევა მთავარი ოპოზიციური გაერთიანება იმ არჩევნებში, რომელიც ივანიშვილმა რეფერენდუმად აქცია ევროპასა და რუსეთს შორის. გარკვეული სიახლე ბუნებრივია უნდა ახლდეს ღონისძიებას. შემიძლია გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება. რაც მთავარია, ჩვენი მიზანი არის საერთო ფრონტის შექმნას შევუწყოთ ხელი. ყველაფერს რამდენიმე საათში ნახავს საზოგადოება, 20:00 საათზე იქნება პრეზენტაცია, რომელსაც ყრილობის კომპონენტიც ექნება“ – აღნიშნა ბოკუჩავამ.