LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი კაბა, რომელიც ბრიტანეთის ახალ პირველ ლედის, ქეით მიდლტონის პატივსაცემად ეცვა, ელვის სისწრაფით გაიყიდა

410
ვიქტორია სტამერი

კაბა, რომლითაც ბრიტანეთის ახალი პრემიერის მეუღლე, ვიქტორია სტამერი მეუღლის შესრულების პირველ ოფიციალურ დღეს გამოჩნდა, ელვის სისწრაფით გაიყიდა.

ბრენდ ME+EM-ი მიერ შექმნილი სადა წითელი კაბა სამ დღეში გაიყიდა, მაშინ როცა იქამდე, მისი ყიდვის მსურველი არავინ იყო.

კაბის ღირებულება 275 ფუნტი სტერლინგია, თავად ბრენდის შემქმნელი კი კლერ ხორბნია და ამ ბრენდის სამოსით ქეით მიდლტონი არაერთხელ გვინახავს. 

სხვათა შორის, მედია წერს, რომ ახალი პრემიერის მეუღლეს წითელი კაბა ოფიციალური მოვალეობების შესრულების პირველ დღეს, სწორედ მიდლტონის პატივსაცემად ეცვა.

გარდა ამისა, წითელი, „ლეიბორისტული პარტიის“ მთავარი ფერია, რომლის ლიდერი, კეირ სტამერი ამჯერად უკვე მოქმედი პრემიერია.

ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს – უელსის პრინცესა ვიდეომიმართვას ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g