LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ზარქუა: „გუშინ ჩემი „ხაბე“ ისევ დამიჩაგრეს, ამ ბიჭმა ასეთი რა დააშავა, რომ სცენაზეც არ აუშვეს.. „ხაბე“, გამაგრდი, გგულშემატკივრობ“

598
ირაკლი ზარქუა

პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობის“ დაფუძნებას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ეხმიანება.

როგორც უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, „განახლებული სახეებით არაფერი იცვლება და „ნაცი“ „ნაცად“ რჩება“.

„თითქოსდა განახლებული სახეებით არაფერი იცვლება: „ნაცი“ „ნაცად“ რჩება, წინ გინდ ორიანი მიუწერე და გინდ – ხუთიანი, მაინც „ნაცები“ არიან თავიდან ბოლომდე, ხუთია მათი ციფრი და „ნაცია“ მათი სახელი.

გუშინ ჩემი „ხაბე“ ისევ დამიჩაგრეს. ამ ბიჭმა ასეთი რა დააშავა, რომ სცენაზეც არ აუშვეს, განახლებულ სიაშიც ვერ მოხვდა, „ხაბე“ გამაგრდი, გგულშემატკივრობ.

ახალი სახე გიორგი ვაშაძეა, თინა ბოკუჩავა თუ არმაზ დიდი, პარლამენტში რომ ლექციებს ატარებდა ხოლმე? ციფრი დაიტოვეს, სათაური შეცვალეს. მათზე სერიოზულად როგორ უნდა ილაპარაკო, აგდებულად უნდა ილაპარაკო.

ნეტა, ბელადმა იცის, მის პარტიას სახელი რომ გადაარქვეს? თავისი პარტიის სახელწოდება რცხვენიათ და შეცვალეს, ახალ სახედ არმაზ ახვლედიანი და თამარ კორძაია უნდა შემოგვასაღონ. კორძაიას მიმართ მეგრული სოლიდარობა მაქვს და არ ვიცი, ამ გაუგებრობაში როგორ მოხვდა.

ვინაა ახალი სახე? ერთი გვარამიაა ახალი სახე პოლიტიკაში და მეორე ნიკა მელია. სამარცხვინო სიტუაციაა, ერთმანეთში აქვთ ქიშპი“, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისათვის, 8 ივნისს ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა“ დაფუძნდა. საზოგადოებას გუნდის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ წარუდგინა – პლატფორმის ახალი წევრები არიან – გიორგი ვაშაძე, ლაშა ბაქრაძე, სოფო ჯაფარიძე, გია ჯაფარიძე, ანა მოსაშვილი, თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, ირაკლი ფავლენიშვილი და ლაშა დიაროვი. პლატფორმა „ერთიანობის“ საარჩევნო ნომერი 5 იქნება.

სლაიდზე გამოყენებული ფოტოები: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები