LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ფავლენიშვილი: არ გამოვრიცხავ, თინა ბოკუჩავას ან სხვა ნებისმიერს ჰქონდეს მეორედ ან პირველად არჩევის შანსი, სააკაშვილის სიტყვას დიდი ძალა აქვს, მაგრამ თავმჯდომარე დელეგატების ასარჩევია

142
ირაკლი ფავლენიშვილი

არ გამოვრიცხავ, თინა ბოკუჩავას ან სხვა ნებისმიერს ჰქონდეს მეორედ ან პირველად არჩევის შანსი, რადგან, საბოლოო ჯამში, დელეგატების ასარჩევია. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიტყვას დიდი ძალა აქვს, მაგრამ ნამდვილად შეიძლება, დაგვარწმუნოს სხვა კანდიდატმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანს ლეგიტიმაცია სჭირდება მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

„მიხეილ სააკაშვილმა რატომ აირჩია ნანუკა ჟორჟოლიანი, ეს მიხეილ სააკაშვილმა უნდა განმარტოს. ჩვენ შიგნით, არჩევნების დროს, შეიძლება, გვყავდეს განსხვავებული კანდიდატურებიც და ყველას თავისი ახსნა ექნება. ამიტომაც, კონკრეტულ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ. არ მოერიდებიან, მგონია, ბატონმა მიხეილმაც აღნიშნა რაღაც თვისებები, რაც აქვს ნანუკა ჟორჟოლიანს, რაც მისთვისაც არის მნიშვნელოვანი – მისი სახალხოობა, მისი ეს სოციალური კაპიტალი, როდესაც შეუძლია ადამიანებთან მჭიდრო და კარგი ურთიერთობები დაამყაროს, ენერგიულია. ეს ის თვისებებია, რის გამოც ნანუკა ჟორჟოლიანი ამ ეტაპზე არის მიხეილ სააკაშვილის არჩევანი.

თინა ბოკუჩავას რომ აფასებს მიხეილ სააკაშვილი ეს პოსტებშიც ჩანს. განაცხადა კიდევაც, რომ თინა ნამდვილად არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი. არ გამოვრიცხავ, რომ თინას ან სხვა ნებისმიერს ჰქონდეს მეორედ ან პირველად არჩევის შანსი, რადგან, საბოლოო ჯამში, დელეგატების ასარჩევია. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიტყვას დიდი ძალა აქვს, მაგრამ ნამდვილად შეიძლება, დაგვარწმუნოს სხვა კანდიდატმა…

ჩვენს პოლიტიკურ პარტიაში ინტეგრირება ნიშნავს არა მხოლოდ თბილისში კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაციას, არამედ, პირველ რიგში, რეგიონებში კონკრეტული ადამიანების გაცნობას, მათი პრობლემატიკის გაცნობას. ეს არის საქმიანი, ძალიან პრაქტიკული და ძალიან სწორი ნაბიჯი ნანუკა ჟორჟოლიანის მხრიდან. ქალბატონი ნანუკას გუშინდელი პოსტიდან ჩანდა, რომ მას ლეგიტიმაცია სჭირდება სახალხო, მთელი „ნაციონალური მოძრაობის“. ზოგადად, როდესაც ამ პროცესში ჩართვას აპირებდა კარგად ჰქონდა გააზრებული რეგიონების და ჩვენი აქტივის მნიშვნელობა, მათი პრობლემების გაცნობა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი არის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

აღნიშნულ განცხადებას მედიასთან უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ და განაცხადა, რომ სააკაშვილის „ფეისბუქ“ პოსტი „მოულოდნელი იყო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები