ძლიერი სიცხის გამო, იაპონიაში „გამაგრილებელი თავშესაფრები“ განათავსეს.
საზოგადოებრივი ცენტრები და ბიბლიოთეკები, ჰაერის გამაგრილებელი სისტემებითაა აღჭურვილი. „გამაგრილებელი თავშესაფრები“ კი ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი სქემის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებით ძლიერ სიცხეში მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ემსახურება.
ხელისუფლებამ ტოკიოს მცხოვრებლები სიცხის რისკის შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა თავი აარიდონ ფიზიკურ აქტივობას და თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან.
ძლიერი სიცხის გამო რამდენიმე ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
ქალაქ შიზუოკაში ტემპერატურამ რეკორდულ 40 გრადუსს მიაღწია, ხოლო სხვა რაიონებში, მათ შორის ტოკიოში, წელიწადის ამ დროისთვის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.