Vogue World-ის წვეულებაზე, ეპატაჟური გამოჩენის შემდეგ, ჯარედ ლეტო სენ-ტროპეში გაემგზავრა. 52 წლის უნიჭიერესი მსახიობი და მომღერალი ფრანგულ რივიერაზე საოცრად დახვეწილი და კაშკაშა „ლუქით“ გადაიღეს.
ამ დღეს ვარსკვლავს ლურჯი პიჟამა ეცვა, რომელიც ვეფხვის პრინტით იყო გაფორმებული, მის „ლუქს“ მზის სათვალე, ლურჯი ჩუსტები და ჭილოფის ქუდი ასრულებდა.
მასთან ერთად მედიისთვის უცნობი ქალბატონი და მამაკაცი იმყოფებოდნენ, რომელთან ერთადაც ჯარედმა მოგვიანებით სენ-ტროპეს ცნობილ რესტორანში Le Club 55 ივახშმა.