,,ოსკაროსანი” ჰოლივუდელი მსახიობი და ჯგუფ Thirty Seconds to Mars-ის ფრონტმენი, ჯარედ ლეტო მის წინააღმდეგ გავრცელებულ სკანდალურ ბრალდებებს, რომლებიც არასრულწლოვნების მიმართ სექსუალურ გადაცდომებსა და ძალადობას ეხება, თავად გამოეხმაურა.
ოფიციალურ განცხადებაში, 54 წლის ვარსკვლავმა ბრალდებებს აბსურდული უწოდა:
„ჩემ სიცოცხლეში არასდროს არავისზე განმიხორციელებია სექსუალური ძალადობა. ეს ბრალდებები აბსოლუტურად და კატეგორიულად ყალბია“, – განმარტა ლეტომ.
სკანდალი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბრიტანულმა მაუწყებელმა – BBC-იმ გამოაქვეყნა საგამოძიებო დოკუმენტური ფილმი – Jared Leto: Hollywood’s Dark Secret. ფილმში 10 სხვადასხვა ქალი საუბრობს მსახიობის მხრიდან არასათანადო ქცევაზე, რომელთაგან ოთხი მას ბრალს მძიმე სისხლისსამართლებრივ დანაშაულში სდებს.
მედიაში ატეხილი ხმაურისა და მძიმე მტკიცებულებების მიუხედავად, მსახიობის წინააღმდეგ ოფიციალური სისხლისსამართლებრივი დევნა ან დაკავების ორდერი ამ დრომდე არ გაცემულა. ლეტოს იურიდიული გუნდი აცხადებს, რომ ფილმში მოყვანილი ისტორიები ცილისწამებაა და ისინი საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოში აპირებენ.