LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერის ტკივილო, შენ გული როგორ გაგიჩერდა“ – მომღერალი ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა

3281
2024-07-13_23-56-07_262451

მომღერალი ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა.

სოციალურ ქსელში უამრავი დამშვიდობების, ემოციური პოსტები გავრცელდა:

„ხვიჩა, შენ გული როგორ გაგიჩერდა ბიჭო, კიდევ ვერ ვიჯერებ… რა ვქნა, არ ვიცი… ვიყვირო მინდა.რატომ შემაყვარე ასე თავი, ჩემი გემრიელი ბიჭი…“

„არ გვჯერა, ხვიჩა, მეგობარო… რა მხიარული, გულთბილი და უკეთილშობილესი იყავი და იქნები ჩვენს გულებში“

„ვაიმე, ხვიჩა, რატომ… ვაიმე შვილო, რით ვანუგეშო დედაშენი, რატოოო…“

„ვაიმე, ღმერთო, ნეტავ ეს არ გამეგო. წაიღო თან საერთო ოცნებები და სურვილები. როგორ გიხაროდა, რამდენი ხანია, ახალი არაფერი ჩამიწერიაო და როგორ სტიმულს მაძლევო. როგორ მოგწონდა ეს ტექსტი, რომელზეც ამ დილასაც ვისაუბრეთ და მპირდებოდი, ისეთს ავამღერებ, რომ ჯერ რომ არ მიმღერიაო. ხვიჩა, გული ძალიან მტკივა. უსაზღვროდ კარგი ადამიანი იყავი… ნათელში განისვენე. სამარადისო სასუფეველი შენს სულს ხვიჩა…“

„ერის ტკივილო, როგორ მენანები, რატომ ღმერთო, რატომ“, – წერენ ახლობლები და მეგობრები.

„სიმღერა „მშვიდობით არა, ნახვამდის“ გმირებს მივუძღვენი“- ხვიჩა ხოჯავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g